გუშინ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე კვალიფიცირდა.
აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისია საკმაოდ საინტერესო და მრავლისმთქმელ ინფორმაციას აქვეყნებს.
როგორც ისინი წერენ, გუშინდელ საქართველოსა და საბერძნეთის დაპირისპირებას ჯამურად 1,061,767-მა ადამიანმა მიადევნა თვალი!
ალბათ, ეს კონკრეტული სტატისტიკა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ფეხბურთი არა უბრალოდ სპორტი, არამედ ნამდვილი დღესასწაულია!
ავტორი: Davit Shakirovi