ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე" საბერძნეთს უმასპინძლებს.
ბერძნული მედიების მიხედვით საქართველოში 500-მდე ბერძენი გულშემატკივარია. საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ კი ამ შეხვედრისთვის დაახლოებით 2 000-ზე მეტი ბილეთი შეისყიდა.
ქართველმა გულშემატკივრებმაც სცადეს ბილეთების ბერძენთა სექტორში შეძენა, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს.