საქართველოსა და ლუქსემბურგის უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება და დაძაბულობაც პიკს აღწევს.
Setanta Sports-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნახევარდაცვის ტრიოს შემდეგი ფეხბურთელები დააკომპლექტებენ: ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჩანიშნული მატჩი ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი რეპორტაჟი კი პირველ არხზე იქნება.