საქართველოსა და ლუქსემბურგის შეხვედრის შესახებ UFC-ის ქამრის მფლობელმა, ილია თოფურიამ ისაუბრა:
"არ ვფიქრობ, რომ რაღაცები შემთხვევით ხდება. ფაქტი, რომ ღმერთმა აქ, დინამოზე მომიყვანა, ნიშნავს იმას, რომ საქართველო ლუქსემბურგს მოუგებს."
"ჩემი აზრით, მეტოქეს 2:0-ს დავამარცხებთ", - თქვა ილია თოფურიამ, რომელიც საჩემპიონო ქამარს თამაშის დაწყებამდე ტრიბუნებს წარუდგენს
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლუქსემბურგის შეხვედრა ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.