საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშის დაწყებამდე ერთი კარგი სიახლე გვაქვს, რომელიც გიორგი მიქაუტაძეს ეხება.
Transfermarkt-ის განახლებული ფასების მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და მეცის თავდამსხმელის საბაზრო ღირებულება გაზრდილია.
გიორგი მიქაუტაძე აქამდე 8 მილიონ ევროდ ფასობდა, ახლა კი ახალგაზრდა ფორვარდი ერთით მეტი, 9 მილიონი ევრო ღირს.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ახლა მეცში აიაქსიდანაა განათხოვრებული, სეზონის ბოლოს კი უნდა გადაწყდეს თუ რამდენად დაბრუნდება უკან ამსტერდამში ქართველი ფორვარდი.