გუშინ, სერია A-ს მე-12 ტურში ერთმანეთს "ნაპოლი" და "სასუოლო" დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელთა წარმატებაში უდიდესი წვლილი ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემას პლუს გოლი მიიწერა.
ამ ფაქტს ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb გამოეხმაურა - "კვარახელია სხვა კატეგორიიდანაა. როდესაც პატივს მიაგებთ მარადონას, გაიხსენეთ, რომ ეს ბიჭი ცოტათი დიეგოს მიმსგავსებულად თამაშობს.
ორი საგოლე გადაცემა.. აქედან ერთი შემთხვევით, ხოლო მეორე სენსაციური! ამის შემდეგ, ბურთის ელეგანტური კონტოროლი და დარტყმა კარში.
იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ როგორი მნიშვნელოვანი გახდა კვარაცხელია გულშემატკივრებისთვის კარგად მოუსმინეთ მათ ოვაციებს, როდესაც ხვიჩა მცირე დაზიანების შემდეგ მოედანზე დაბრუნდა“