გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის შეხვედრაში კლერმონის კარი აიღო, შემდეგ კი ასეთი კომენტარი გააკეთა:
"სულ ცოტა ხნის წინ 10-მატჩიანი მოუგებელი სერია გვქონდა, ახლა კი ზედიზედ მეორე გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია."
"ამ გუნდში სწორედ გოლების გასატანად დავბრუნდი და დიდი იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებ", - ამბობს მიქაუტაძე
ცნობისთვის, მეცისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს მითვლილი.