ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ, La Repubblica-მ სტატია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გამოაქვეყნა.
როგორც ვკითხულობთ, კვარასადმი ინტერესს ორი ესპანური გრანდი, ბარსელონა და რეალ მადრიდი იჩენს:
"ხვიჩა კვარაცხელია რეალისგან და ბარსელონასგან შორს არ არის, რადგან ჰორიზონტზე როგორც ერთი, ისე მეორეც ჩანს."
"მიუხედავად ამისა, მოსალოდნელია, რომ კვარაცხელია ახალი სეზონიდან ისევ ნაპოლიში დარჩეს, რადგან ქართველს განვითარებისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება მართებულად მიაჩნია", - წერს იტალიური გამოცემა