საფრანგეთის ლიგა 1-ის უკანასკნელ ტურში გიორგი მიქაუტაძის მეცი მონპელიეს ეწვია და დიდი სხვაობით, 3:0 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდი უმაღლესი დივიზიონის მე-17 ადგილს ამდენივე ქულით იკავებს და ლიგა 2-ში დაქვეითების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.
ცხადია, ასეთი ცუდი შედეგების დაფიქსირების გამო მეცის რუმინელ მთავარ მწვრთნელს, ლასო ბოლონის მკაცრად აკრიტიკებენ. აი, რას პასუხობს ის კრიტიკოსებს:
"მესმის გულშემატკივართა გულისწყრომის, თუმცა არ მგონია, რომ ისინი ჩემზე დაღონებულები იყვნენ. მე ვარ ადამიანი, რომელიც მეცის მდგომარეობას ყველაზე მეტად განიცდის და ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ აქედან გუნდი თავადვე გამოვიყვანო", - ამბობს ბოლონი