გუშინ, ღამის 12 საათზე ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო სტადია განახლდა, რომლის ფარგლებშიც რეალმა ლაიპციგი, სიტიმ კი კოპენჰაგენი დაამარცხა.
კარლო ანჩელოტის გუნდი ვიზიტით გერმანაიში იმყოფებოდა და მეტოქეს მინიმალური სხვაობით, 0:1 აჯობა, ერთადერთი გოლი კი ბრაჰიმ დიასმა გაიტანა.
რაც შეეხება მანჩესტერ სიტის, მათ თავიანთი შეხვედრა დანიაში ადგილობრივ კოპენჰაგენთან გამართეს და დე ბრუინის ბენეფისით 1:3 მოიგეს (ბელგიელმა ყველა შეტევაში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლი და 2 საგოლე პასი).
აქვე გეტყვით იმასაც, რომ დღეს ღამით კიდევ ორი თამაშია დაგეგმილი. ლაციო ბაიერნს უმასპინძლებს, პსჟ კი რეალ სოსიედადს.