რამდენიმე წამის წინ დასრულდა იტალიის ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც მილანმა ნაპოლი 1-0 დაამარცხა.
როგორც მოსალოდნელი იყო ვალტერ მაცარიმ კვარაცხელია შეუცვლელად ათამაშა, თუმცა ნეაპოლელებმა მილანელებისთვის გოლის გატანა მაინც ვერ შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ უცხოურმა Sofascore-მ საქართველოს ნაკრების შემტევს 7.4 სარეიტინგო ქულა დაუწერა, რაც ნაპოლიში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება გახლდათ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვალტერ მაცარის გუნდი სერია A-ს მე-9 ადგილს 35 ქულით იკავებს.