იტალიის ჩემპიონატის შეხვედრაში საბა საზონოვის ტორინო სასუოლოს ესტუმრა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი მინდორზე 83-ე წუთზე გამოჩნდა და თავის გუნდს ანგარიშის შენარჩუნებაში დაეხმარა.
საბა საზონოვის 10-წუთიანი პერფორმანსი უცხოურმა Sofascore-მ 6.6 სარეიტინგო ქულით შეაფასა.
ცნობისთვის, ტორინო სერია A-ს მე-10 ადგილს 33 ქულით იკავებს.