შოთა არველაძის გაწვრთნილმა კარაგუმრუკმა თურქეთის ჩემპიონატის რიგით 25-ე ტურის შეხვედრაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველი სპეციალისტის გუნდი მე-17 პოზიციაზე მყოფ პენდიკსპორს დაუხვდა და მეტოქე სოლიდური სხვაობით, 2:0 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით კარაგუმრუკმა მე-14 ადგილზე გადაინაცვლა და ახლა უკვე მათი მონაგარი 24 ქულას შეადგენს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ შოთა არველაძის გუნდი თავის მომდევნო შეხვედრას 16 თებერვალს გამართავს, მეტოქე კი ქაშიმფაშა იქნება.