პარიზში 2024/25 წლების სეზონის ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B დივიზიონში იყო, ჩვენ ნაკრების მეტოქეები ასე გამოიყურება: ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო.
წილისყრის შესახებ კომენტარი ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა გააკეთა:
"არ მინდა ვარაუდების გაკეთება. ჩვენი ამოცანა ნათელია - წინ უნდა ვიაროთ. ჯგუფები დაბალანსებულია, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვისთან ითამაშებს. ყოველი თამაში იქნება ბრძოლა. ალბანეთთან წაგების შემდეგ ყველას გვინდა ვაჩვენოთ, რომ მათ ვჯობივართ. ისინი მაშინ თავიანთ სტადიონზე იყვნენ." - ამბობს ჩეხი სპეციალისტი.