"ქართული ფეხბურთი სწორ გზას ადგას" - სანიოლის კომენტარი წილისყრაზე » სპორტის ხაზი

"ქართული ფეხბურთი სწორ გზას ადგას" - სანიოლის კომენტარი წილისყრაზე

"ქართული ფეხბურთი სწორ გზას ადგას" - სანიოლის კომენტარი წილისყრაზე
9-02-2024, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

პარიზში გამართულ ერთა ლიგის წილისყრაზე კომენტარი საქართველოს მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გააკეთა.

"რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში იყო, ახლა კი B ლიგაშია, რაც აჩვენებს, რომ ქართული ფეხბურთი სწორ გზას ადგას. მოუთმენლად ველით ძლიერ გუნდებთან დაპირისპირებას. რთული ჯგუფი იქნება, თუმცა სწორედ ასეთ მატჩებში ვსწავლობთ. გვინდა, რომ ეს სწრაფად მოხდეს, რათა სწრაფად გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი

მარტის პლეი ოფის წინ მნიშვნელოვანია ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ჩასვლა, მათთან საუბარი და მათი თამაშების ნახვა. მნიშვნელოვანია ახლო კავშირის შენარჩუნება, რადგან ვიცოდეთ, თუ რას გრძნობენ ისინი ახლა. პლეი ოფამდე კიდევ მაქვს დრო, რომ უფრო მეტი ფეხბურთელი, უფრო მეტი თამაში ვნახო. საბოლოოდ, ლუქსემბურგთან ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ."
- თქვა ფრანგმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯგუფში ასევე მოხვდა ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი