ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ნიკა ხორხელი კარიერას ისრაელის რანგით უმაღლეს ჩემპიონატში, ბეიტარ იერუსალიმში გააგრძელებს.
22 წლის შემტევმა სამგურალი იჯარის წესით მიმდინარე სეზონის ბოლომდე დატოვა და ისრაელელებს პლეი ოფის შეხვედრებში დაეხმარება.
ბეითარს 20 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ სატურნირო ცხრილში 22 ქულა აქვს და მე-9 პოზიციას იკავებს.
ახალგაზრდა შემტევმა სამგურალში 34 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლის გატანა შეძლო.