ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა ფეხბურთელმა, ალექსანდრე ჩივაძემ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა:
"ყველას თავისი წილი ბედი ან უბედობა დაჰყვება ხოლმე ცხოვრებაში და ძალიან მინდა, ეს ქერა ბიჭი ბედნიერ საფეხბურთო ვარსკვლავზე მოხვდეს, უფრო ბედნიერზე, ვიდრე.. თუნდაც, ყენია", - თქვა ჩივაძემ
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდმა გენტიდან რამდენიმე დღის წინ სრულფასოვნად გამოისყიდა და გიორგი ინგლისში წლებით დარჩება.
საგულისხმოა, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა უოტფორდის მწვრთნელის გულის მოგება უკვე შეძლო და თითქმის ყველა შეხვედრას სასტარტო XI-დან იწყებს!