გუშინდელი ინტერისა და იუვენტუსის დაპირისპირება სიმონე ინძაგის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, - 1:0.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ერთადერთი გოლი ფედერიკო გატიმ საკუთარ კარში გაიტანა და ინტერმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.
ამ მოგებით ნერაძური მიმდინარე სერია A-ს სათავეში 57 ქულით მოექცა და იუვენტუსს ისინი უკვე 4 ქულით უსწრებენ, რაც შეიძლება ითქვას, რომ ინტერისთვის საკმაოდ კარგი ჰანდიკაპია.
ინტერის გულშემატკივრებისთვის დამატებით კარგ ფაქტორს ის წარმოადგენს, რომ მათ საყვარელ კლუბს სერია A-ში ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული, ვიდრე იუვეს.
ამდენად, ამ მომენტისთვის ინტერი ტურინის იუვენტუსს პოტენციურად 7 ქულით უსწრებს.