დინამო თბილისმა პირველივე სატესტო მატჩი დიდი სხვაობით წააგო » სპორტის ხაზი

დინამო თბილისმა პირველივე სატესტო მატჩი დიდი სხვაობით წააგო

დინამო თბილისმა პირველივე სატესტო მატჩი დიდი სხვაობით წააგო
1-02-2024, 12:19
Aa Aa
გაზიარება:

თურქულ შეკრებაზე დინამოელებმა პირველი სატესტო მატჩი გამართეს, რომელშიც პრაღის ბოჰემიანსს დაუპირისპირდნენ. შეხვედრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და ვიცეპრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილიც ესწრებოდნენ. თამაშზე ყოფილი კლუბი პოდბეზკიეს ფეხბურთელმა, გიორგი მერებაშვილმაც მოინახულა.

შეხვედრა ორი განსხვავებული ტაიმით წარიმართა. დინამოელებს პირველ ნახევარში თამაშის რიტმიც ეჭირათ და რამდენჯერმე მართებდათ კიდეც გოლის გატანა, თუმცა ტაიმი 0-0 მორჩა. მეორე ნახევარში თითქმის მთელი შემადგენლობა შეიცვალა და შეუთამაშებლობამაც იჩინა თავი. მეორე ნახევრის დებიუტში ანგარიში მეტოქემ გახსნა, მალევე კოზაკმა დუბლი გაიფორმა, შეხვედრის ბოლოსკენ კი ჰალამ პენალტით საფინალო ანგარიში დააფიქსირა. მეორე ნახევარშივე დინამოელთა შემადგენლობაში ორი ახალწვეულის, ოსკარ სანტისის და დომინიკ საიმონის დებიუტიც შედგა.

ცნობისთვის, მომდევნო შეხვედრას თურქულ შეკრებაზე ანდრეს კარასკოს გუნდი 4 თებერვალს, ლუჰანსკის ზორიასთან გამართავს.

დინამო: ლორია, სალუქვაძე, უგრეხელიძე, მაისურაძე, ლოპესი, ლომინაძე, ოსიყმაშვილი, რომანოვსკი, კვერენჩხილაძე, სიხარულაშვილი, სხირტლაძე

მეორე ტაიმში შევიდნენ: მაქაცარია, გოგნაძე, გვასალია, ხარებაშვილი, ჰარუნა, საიმონი, აფციაური, ბერელიძე, ლომთაძე, სალია, სანტისი

ინფორმაციას fcdinamo.ge-ზე იხილავთ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი