სერია ა-ს 22-ე ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" სტადიო ოლიმპიკოზე "ლაციოს" ესტუმრა.
მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
შეხვედრის განაცხადში არ ყოფილა ნეაპოლელთა შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც დაპირისპირება ყვითელი ბარათების გამო გამოტოვა.
21 ჩატარებული მატჩის შემდეგ ნაპოლის 32 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა, რაც შეეხება ლაციოს, რომაელები 34 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებენ.