"ვილიარეალთან" "ბარსელონა" 3:5 დამარცხდა, შეხვედრის შემდგომ კატალონიელთა თავკაცმა, ჩავი ერნანდესმა კომენტარი გააკეთა და დაადასტურა რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
"მესმის, რომ წაგებაში ფეხბურთელები არიან დამნაშავე, მაგრამ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მე მეკისრება. ტენდენცია უნდა შეიცვალოს, ჩემპიონატი ძალიან რთულია ჩვენთვის.
რაც შეეხება მატჩს, ჩვენ ვიმსახურებდით გამარჯვებას, გავაკეთეთ ყველაზე რთული - თამაშში დავბრუნდით. ამის შემდეგ ბურთს ხშირად ვკარგვდით. 3;3-ზე ტაქტიკური ხასიათის შეცდომა არ დაგვიშვია. საბოლოო ანგარიში არ ასახავს იმას, რაც თამაშის დროს ვნახეთ. ეს მძიმე დარტყმაა, გუნდი ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. მაგრამ ჩვენი კლუბი უფრო რთული სიტუაციებიდანაც გამოსულა." - განაცხადა ჩავიმ ნამატჩევს.