მაძოკის ტრანსფერის შემდეგ, აურელიო დე ლაურენტისმა მორიგი ფეხბურთელი შეიძინა, - ის სირილ ნგონჟი გახლავთ.
23 წლის ბელგიელი ფეხბურთელი აქამდე ვერონაში თამაშობდა, მისი გადმობირება კი დე ლაურენტისს 18 მილიონი ევრო დაუჯდა.
სირილი ჯერჯერობით ბელგიის ეროვნული გუნდის წევრი არ არის, თუმცა აღნიშნული ტრანსფერი მის კარიერაში ბევრი რამის განმსაზღვრელი იქნება.
მას მიმდინარე სერია A-ს სეზონში ჯამურად 19 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, რა დროშიც სირილმა 6 გოლი გაიტანა.