ლიგა 1-ში აღებული პაუზის პარალელურად, მეცმა ამხანაგურ შეხვედრაში ესპერანჟა დიდი სხვაობით, 4:1 დაამარცხა.
ჩვენთვის სასიხარულოა, რომ აღნიშნულ მატჩში გიორგი მიქაუტაძემ გოლის გემო გაიხსენა და მეტოქის კარი ორჯერ აიღო, რის შემდეგაც ქართველმა მედიასთან კომენტარი გააკეთა:
"მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური შეხვედრა იყო, ჩემი როლი უმნიშვნელო მაინც არ ყოფილა, რადგან ველოდი, რომ საქმე უხვად დამევალებოდა."
"ბედნიერი ვარ, რომ 2 ბურთი გავიტანე. გოლების გატანისგან სიამოვნების მიღება საკმაოდ სასიამოვნო იყო", - თქვა გიორგიმ