შესაძლოა, ჟოზე მოურინიომ სამწვრთნელო კარიერა სულ მალე საუდის არაბეთში განაგრძოს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტი "ალ-შაბაბს" სიტყვიერად უკვე მოელაპარაკა.
შეგახსენებთ პორტუგალიელი "რომას" თავკაცის თანამდებობიდან, სულ რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.
Aawsat-ის უახლესი ინფორმაციით კი, პორტუგალიელმა სპეციალისტმა საკითხი ალ-შაბაბის სპორტულ დირექტორთან, დომინიკო ტიტოსთან განიხილა და გუნდის გაწვრთნაზე თანხმობა თქვა. სავარაუდოდ, მოურინიო ერ-რიადში უახლოეს დღეებში ჩავა, რათა კონტრაქტის დეტალები საბოლოოდ შეათანხმოს.
ალ-შაბაბი საუდის არაბეთის ჩემპიონობის მოპოვებას 2012 წლიდან მოყოლებული ვერ ახერხებს, უკანასკნელად კი ტიტული ათი წლის უკან მოიგო - საუდის არაბეთის სუპერთასი. მიმდინარე სეზონში გუნდი, რომლის ღირსებას არგენტინელი ევერ ბანეგა და ბელგიელი იანიკ კარასკო იცავენ, ამჟამად პრო ლიგაში მე-11 ადგილს იკავებს.