გუშინდელ ესპანეთის სუპერთასის 1/2-ფინალურ შეხვედრაში არდა გიულერის რეალმა ატლეტიკო 5:3 დაამარცხა და ფინალში კვალიფიცირდა.
მადრიდელთა მეტოქე დღეს, ბარსელონასა და ოსასუნას შორის უნდა გაირკვეს, რაზეც თურქმა მოთამაშემ კომენტარი გააკეთა:
"ბარსა თუ ოსასუნა სუპერთასის ფინალში? ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ჩვენ რეალ მადრიდი ვართ, ვინც მოვა, მოვა, ჩვენ მოსაგებად ვითამაშებთ", - თქვა გიულერმა
ცნობისთვის, ბარსელონასა და ოსასუნას დღევანდელი დაპირისპირება ჩვენი დროით 23:00 საათზე უნდა გაიმართოს.