შოთა არველაძის გაწვრთნილმა "კარაგუმრუქმა" შინ გათამაშების მეხუთე ადგილოსა "კაისერისპორს" უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა.
ქართველი მწვრთნელის გუნდში თავი 32 წლის შვედმა ნახევარმცველმა, როჰდენმა გამოიჩინა, რომელმაც სამი გოლი გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.
აქამდე შოთის საწყის ორ შეხვედრაში ორი წაგება ჰქონდა, თუმცა ამ გამარჯვებით სიტუაცია შედარებით გამოსწორდა და გუნდმა გასავარდნ ზონას დროებით თავი დააღწია.
"ამ მომენტისათვის "კარაგუმრუქი" 20 ქულით მეთხუთმეტე ადგილზეა და გასავარნი ზონის თავზე მყოფ "კონიასპორს" 2 ქულით უსწრებს, თუმცა ამ უკანასკნელს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და არველაძის გუნდი მაინც საფრთხეშია.