"დინამო თბილისის" ყოფილი მცველი და ამჟამად თავისუფალი აგენტი გაგი მარგველაშვილი კარიერას აშშ-ს ჩემპიონატის მეორე ლიგაში, "ოქლენდ რუთსში" გააგრძელებს.
გუნდმა 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში 34 ჩატარებულ შეხვედრაში 42 ქულა დააგროვა და მეათე ადგილი დაიკავა.
27 წლის ქართველ მცველს აქამდე "საბურთალოს", "დინამო ბათუმის", "შკუპის" და "დინამო თბილისის" შემადგენლობაში უთამაშია.