"სწორედ ისაა უკეთესი ჯანოსა და ხვიჩას შორის" - მალხაზ ასათიანი » სპორტის ხაზი

"სწორედ ისაა უკეთესი ჯანოსა და ხვიჩას შორის" - მალხაზ ასათიანი

"სწორედ ისაა უკეთესი ჯანოსა და ხვიჩას შორის" - მალხაზ ასათიანი
5-01-2024, 13:53
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს წარსულისა და აწმყოს ორი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, ჯანო ანანიძე და ხვიჩა კვარაცხელია შეადარა.

მალხაზ ასათიანის თქმით, უპირატესი ხვიჩა კვარაცხელიაა, თუმცა მან საკუთარ ნათქვამს ისიც დაურთო, რომ ჯანომ შესაძლებლობების მხოლოდ ნახევარი თუ გამოიყენა.

მისი თქმით, ანანიძეს ხვიჩასთან ერთად არანაკლები ტალანტი და ნიჭი ჰქონდა, თუმცა მის კარიერაში ტრავმები და სხვა ფაქტორები ხელისშემშლელი გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ახალგაზრდა ჯანო ანანიძეს მოსკოვის სპარტაკში თამაშისას საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი ქართული ფეხბურთის სამომავლო ვარსკვლავად მიიჩნევდა, თუმცა მისგან ეროვნულ გუნდს არც თუ ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი ახსოვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი