"არის შანსი, რომ ბორდომ დავითაშვილი გაყიდოს" - L'equipe ქართველზე წერს » სპორტის ხაზი

"არის შანსი, რომ ბორდომ დავითაშვილი გაყიდოს" - L'equipe ქართველზე წერს

"არის შანსი, რომ ბორდომ დავითაშვილი გაყიდოს" - L'equipe ქართველზე წერს
5-01-2024, 13:36
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ფრანგულმა L'equipe-მ დაწერა, ბორდომ ინვესტორებთან ახალი კავშირი ვერ დაამყარა, რის გამოც მათ ფინანსური კრიზისი დაეწყოთ.

აღნიშნულ ვითარებაში კლუბების ძირითადი გამოსავალი ფეხბურთელების გაყიდვაა ხოლმე, გამონაკლისი კი არც ბორდო აღმოჩნდა.

მოცემული წყაროს ინფორმაციით, ბორდო გეგმავს, რომ ზურიკო დავითაშვილი ზაფხულში გუნდიდან კარგი წინადადების სანაცვლოდ გაუშვას, იქამდე კი ინვესტორებთან საქმის წარმოებაზე იმუშაოს.

ცნობისთვის, ქართველი ფეხბურთელი ფრანგულ კლუბში 2022 წლის დასაწყისიდან თამაშობს და მან ამ დრომდე ბორდოს მაისურით 7 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი