"საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბება შეუძლია" - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე » სპორტის ხაზი

"საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბება შეუძლია" - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

"საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბება შეუძლია" - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე
31-12-2023, 13:05
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა სტოკ სიტის უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელზეც მთავარმა მწვრთნელმა კომენტარი მატჩის დასრულების შემდეგ გააკეთა:

"ის ცოტა იმედგაცრუებული იყო, რადგან ბევრი სათამაშო წუთი არ ეძლეოდა, თუმცა მას ყოველთვის ვეუბნები, რომ წინ უამრავი შეხვედრაა და უშანსოდ არავინ დარჩება."

"ჩაკვეტაძემ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მას ნამდვილად შეუძლია, რომ ჩვენი გუნდის გამორჩეული ფეხბურთელი და საკვანძო ფიგურა გახდეს, საამისოდ გიორგის ყველა შესაბამისი თვისება გააჩნია"
, - თქვა უოტფორდის დამრიგებელმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი