"გვაცადეთ ჩვენი საქმის კეთება" - რას ამბობს მამუკა ჯუღელი კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"გვაცადეთ ჩვენი საქმის კეთება" - რას ამბობს მამუკა ჯუღელი კვარაცხელიაზე

"გვაცადეთ ჩვენი საქმის კეთება" - რას ამბობს მამუკა ჯუღელი კვარაცხელიაზე
31-12-2023, 12:23
Aa Aa
გაზიარება:

საზოგადოებრივ მაუწყებელთან სტუმრად იმყოფებოდა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი, რომელმაც თავისი კლიენტის შესახებ საკმაოდ ემოციური განცხადება გააკეთა:

"მითხარით ერთი ადამიანი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიაზე უარს იტყოდა, ასეთი დეგენერატი არსად მოიძებნება. საქმეშია ბარსელონაც და მანჩესტერიც, გვაცადეთ ჩვენი საქმის კეთება და ყველაფერი მწყობრში იქნება."

"სულ ცოტა ხანში ხვიჩა ტოპ გუნდში გადავა, უბრალოდ საამისოდ დროა საჭირო. ის ფეხბურთს ულამაზესად თამაშობს და როცა ვუყურებ, ხანდახან საკუთარი ახალგაზრდობა მახსენდება ხოლმე"
, - თქვა ჯუღელმა

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ხვიჩას გარშემო სახელფასო საკითხთან დაკავშირებით პრობლემებია, რის გამოც მას სხვადასხვა კლუბებს უკავშირებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი