29 დეკემბერს იტალიის ჩემპიონატში გიორგი კვერნაძის ფროზინონე ლაციოს ესტუმრა და 3:1 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. ის დი ფრანჩესკომ მინდორზე 79-ე წუთზე გამოუშვა, ზუსტად მაშინ, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ 2-1 იყო და სტუმრებს გათანაბრების შანსი ჰქონდათ, თუმცა მალევე მესამე მიიღეს და მატჩის ბედიც გადაწყდა.
ახალგაზრდა გიორგი კვერნაძეს უცხოურმა Sofascore-მ 6.5 სარეიტინგო ქულა დაუწერა.
აქვე გეტყვით, რომ ფროზინონე თავის მომდევნო შეხვედრას სერია A-ში 6 იანვარს მონცას წინააღმდეგ გამართავს.