გარეჯიდან სლოვაკეთში - სად გააგრძელებს კარიერას გიორგი ხარებაშვილი » სპორტის ხაზი

გარეჯიდან სლოვაკეთში - სად გააგრძელებს კარიერას გიორგი ხარებაშვილი

გარეჯიდან სლოვაკეთში - სად გააგრძელებს კარიერას გიორგი ხარებაშვილი
28-12-2023, 15:50
Aa Aa
გაზიარება:

საგარეჯოს გარეჯი სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ვარკვევთ, რომ მათი კაპიტანი, გიორგი ხარებაშვილი კარიერას მიხალოვცეში აგრძელებს:

"გიორგი ხარებაშვილი კარიერას სლოვაკეთის უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს. მადლობას ვუხდით გიორგის ჩვენი გუნდის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის და ვუსურვებთ წარმატებებს", – წერს გარეჯი

გარეჯის პოსტს თავად ფეხბურთელიც ეხმაურება:

"პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადაგიხდოთ გულშემატკივრებს ჩემი გვერდში დგომისთვის და სიყვარულისთვის, რასაც ჩემს მიმართ გამოხატავდით. მინდა წარმატება ვუსურვო "გარეჯი 1960"-ს – დიდი მადლობა ყველაფრისთვის", - დაწერა ხარებაშვილმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი