აკპომის ნაცვლად - გიორგი მიქაუტაძის აიაქსში დარჩენის შანსები იზრდება » სპორტის ხაზი

აკპომის ნაცვლად - გიორგი მიქაუტაძის აიაქსში დარჩენის შანსები იზრდება

აკპომის ნაცვლად - გიორგი მიქაუტაძის აიაქსში დარჩენის შანსები იზრდება
28-12-2023, 15:23
Aa Aa
გაზიარება:

როგორც Foot Mercato წერს, მიუხედავად იმისა, რომ აიაქსში გიორგი მიქაუტაძის ამ მომენტამდე ნაკლებად ეიმედებათ, მისი ნიდერლანდურ კლუბში დარჩენის შანსები ბოლო პერიოდში გაზრდილია, რასაც ჩუპა აკპომის გუნდიდან შესაძლო წასვლა განაპირობებს.

საქმე ისაა, რომ აიაქსის მე-10 ნომრის იჯარის წესით წაყვანით ფრანგული ლილი ინტერესდება, რომლის შეტევის ხაზის ლიდერი ჯონათან დევიდი არც თუ ისე კარგ ფორმაშია, რის გამოც ფრანგებს მისთვის ძლიერი კონკურენტის მიყვანა სურთ.

ცხადია, თუ ზემოაღნიშნული ტრანსფერი შედგა, ეს პირდაპირ კავშირში იქნება გიორგი მიქაუტაძის სიტუაციასთან, რომელიც მეცთან კავშირს დღემდე ამყარებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ მეცის სპორტულმა დირექტორმა გიორგის დაბრუნების სურვილი დაადასტურა, თუმცა თავადვე დაამატა, რომ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა იოლი ნამდვილად არ იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი