სტივენ ჯერარდი: "ალ იტიფაქმა ახალი ტრანსფერები უნდა განახორციელოს" » სპორტის ხაზი

სტივენ ჯერარდი: "ალ იტიფაქმა ახალი ტრანსფერები უნდა განახორციელოს"

სტივენ ჯერარდი: "ალ იტიფაქმა ახალი ტრანსფერები უნდა განახორციელოს"
26-12-2023, 19:05
Aa Aa
გაზიარება:

ალ იტიფაქი საუდის არაბეთში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია, კლუბმა ამ ზაფხულს სტივენ ჯერარდის ხელმძღვანელობით თავის რიგებში ჯორდან ჰენდერსონი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები დაიმატა.

თუმცა ჯერარდს ეს არ აკმაყოფილებს და პრესასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კლუბმა კიდევ უნდა იაქტიუროს და ევროპიდან რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატოს.

ვინაიდან ჩემპიონატის დონე იზრდება და შედეგების მისაღწევად კვალიფიციური ფეხბურთელების ყოლა უმნიშვნელოვანესია.

საუდის არაბეთი ბოლო დროს უამრავი ვეტერანი ფეხბურთელის თავშესაფარი გახდა, მაგრამ მათი პროექტი არამარტო მათი, არამედ სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელების დამატებასაც მოიცავს და საინტერესოა ამ ზამთარს ვის გადმობირებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ჯერარდის გაწვრთნილი გუნდი საუდის პრო ლიგაში მეცხრე ადგილს იკავებს და საშინელ ფორმაშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი