"მიქაუტაძის დაბრუნება ჩვენც გვინდა, მაგრამ.." - მეცის სპორტული დირექტორი » სპორტის ხაზი

"მიქაუტაძის დაბრუნება ჩვენც გვინდა, მაგრამ.." - მეცის სპორტული დირექტორი

"მიქაუტაძის დაბრუნება ჩვენც გვინდა, მაგრამ.." - მეცის სპორტული დირექტორი
25-12-2023, 16:46
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ამსტერდამის აიაქსის ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა მეცის სპორტულმა დირექტორმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველაფერი იმდენად მარტივი არ არის, როგორც ეს მედიაში იწერება:

"რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდა, რომ გიორგიმ კვლავ მეცის მაისური მოირგოს, თუმცა სიფრთხილე გვმართებს. ჩვენგან მისი დაბრუნების სურვილი რეალურად არსებობს, მაგრამ ყველაფერი ასე იოლად არ ხდება, მხედველობაში ბევრი რამ უნდა მივიღოთ."

"მეცი ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას მართლაც გეგმავს, მაგრამ იქნება თუ არა მათ შორის გიორგი მიქაუტაძე, ეს ჯერჯერობით დანამდვილებით არავინ იცის"
, - თქვა მეცის სპორტულმა დირექტორმა

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამულ გუნდში სეზონის სტარტზე გადავიდა, ახლა კი მის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი