"ყველა დროის საუკეთესო, ერთადერთი და განუმეორებელი!" - იანისი რონალდუზე » სპორტის ხაზი

"ყველა დროის საუკეთესო, ერთადერთი და განუმეორებელი!" - იანისი რონალდუზე

"ყველა დროის საუკეთესო, ერთადერთი და განუმეორებელი!" - იანისი რონალდუზე
25-12-2023, 15:44
Aa Aa
გაზიარება:

კალათბურთელმა იანის ანტეტოკუნმპომ საშობაოდ ფანების შეკითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, რომელ პორტუგალიელ ფეხბურთელს აიყვანდა თავის გუნდში, მან სე უპასუხა:"თქვენს ქვეყანას ბევრი არაჩვეულებრივი ფეხბურთელი ჰყავდა და ჰყავს. ლუიშ ფიგუ, ნანი, დეკუ… ბავშვობაში ისინი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მოთამაშეები იყვნენ. მაგრამ საბოლოოდ, ერთადერთი და განუმეორებელი კრიშტიანო რონალდოა. სპორტის რომელი სახეობაც არ უნდა აერჩია, ყველგან მაგარი იქნებოდა. როგორი კონკურენტუნარიანი და მიზანდასახულია! 38 წლის ასაკშიც ასეთ მაღალ დონეზე თამაშობს და ეს ძალიან შთამბეჭდავია. ამიტომაც, ისტორიაში უდიდეს მოთამაშეს, კრიშტიანო რონალდოს ავიყვანდი." - ამბობს საბერძნეთის ნაკრების მოთამაშე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი