გასულ სეზონში ლუჩანო სპალეტის ნაპოლიმ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და დასამახსოვრებელი გამარჯვება ტურინის იუვენტუსთან მოიპოვა, როდესაც მათ "ბებერი ქალბატონი" 5:1 გაანადგურეს.
აღნიშნული მატჩი საფეხბურთო ლეგენდამ, არიგო საკიმ გაიხსენა და თქვა, რომ სპალეტის გუნდის ტრიუმფთან სიტყვა იღბალს არაფერი არ ესაქმებოდა:
"როდესაც ნაპოლიმ იუვენტუსი გაანადგურა, ამან ის ძალა წარმოაჩინა, რაც ნაპოლის რეალურად ჰქონდა. მაშინ ნაპოლის ასეთმა გაბრწყინებამ ბევრი გულშემატკივარი დააბნია, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელი სულაც არ ყოფილა."
"იტალიაში საკმაოდ ბევრი გუნდია ისეთი, რომელსაც გამორჩეული ნიშა და თვისება, ხასიათი არ აქვს, ნაპოლიმ კი თავისი სიტყვა თქვა, რის გამოც ჩემპიონობა დაიმსახურა."
"განსაკუთრებით გახარებული ვიყავი ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე, რომლის დროსაც ბოლო ხმაზე ვყვიროდი", - იხსენებს არიგო საკი