რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და წინ ყველაზე საინტერესო, საპლეიოფო შეხვედრები გველის.
ცხადია, ამ ეტაპისთვის უკვე გამოიკვეთა რამდენიმე კლუბი, რომლებსაც ანალიტიკური გამოცემები ამავე ტურნირის ფავორიტებად ასახელებენ, მათ შორისაა მოქმედი გამარჯვებული მანჩესტერ სიტი, ყველა დროის რეკორდსმენი მადრიდის რეალი, მუდმივად ძლიერი და სტაბილური მიუნხენის ბაიერნი და სხვა.
თუ ბრიტანულ სტატისტიკურ და ანალიტიკურ გამოცემას, კერძოდ კი Opta-ს დავუჯერებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის შანსები სულ რაღაც 6 პროცენტით ფასდება, მაშინ როცა, მაგალითად გვარდიოლას გუნდს ბრიტანელებმა 36% მიანიჭეს, - იხილეთ ფოტო