მანჩესტერ "იუნაიტედის" მეკარე ანდრე ონანა საუბრობს მის ამჟამინდელ ფორმაზე. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში ის მრავალი კრიტიკის ქვეშ არის.
"გინდა მითხრათ, რომ 6 თვეში, გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე შეიძლება გახდეს ყველაზე ცუდი მსოფლიოში? არა."
"ვიცი, რომ აქ "მანჩესტერ იუნაიტედში" ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ დროის საკითხია"
შეგახსენებთ, რომ წითელი ეშმაკების მეკარე გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე გახდა.