ფენომენის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების სია | რონალდომ კრიშტიანუ სიის მიღმა დატოვა » სპორტის ხაზი

ფენომენის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების სია | რონალდომ კრიშტიანუ სიის მიღმა დატოვა

ფენომენის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელების სია | რონალდომ კრიშტიანუ სიის მიღმა დატოვა
22-10-2022, 19:20
Aa Aa
გაზიარება:

The Guardian ბრაზილიელ რონალდოსთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ფენომენმა იმ ფეხბურთელების სია შეადგინა, სადაც მისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეები შედიან, თუმცა სიაში 5 ოქროს ბურთის მფლობელის, კრიშტიანუ რონალდუს ადგილი ვერ მოიძებნა:

"ჩემი აზრით, ეს ძალიან, ძალიან განსაკუთრებული ფეხბურთელების ჯგუფია, სადაც ისეთი მოთამაშეები მოიაზრებიან, როგორებიც მარადონა, მესი, კრუიფი, ბეკენბაუერი, პელე, ვან ბასტენი და რონალდინიო არიან. ასევე, ნება მიბოძეთ, რომ ამ სიაში ჩემი თავიც შევიყვანო. დაწერეთ ამის შესახებ და გულშემატკივრებმა ის განიხილონ, უბრალოდ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს ერთმანეთს ვერ შევადარებ, რადგან სხვადასხვა თაობების შედარება შეუძლებელია." - რონალდო.

შეგახსენებთ, რომ რონალდომ კარიერის განმავლობაში ოქროს ბურთის მოგება 2-ჯერ მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი