არგენტინაში გაზრდილი კრიმინალის მსხვერპლი ამჯერად ლეო მესის ცოლიც გახდა, კრიმინალები ანტონელა როკუზოს მაღაზიას დაესხნენ თავს.
როგორც ირკვევა შეიარაღებული პირები მანქანას დაესხნენ თავს, მაშინ როცა მაღაზიიდან ფული ბანკში მიჰქონდათ და ადგილიდან 25 000 დოლარი წაიღეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ეს არ ყოფილა პირველი თავდასხმა ანტონელას მაღაზიაზე.
წინა თავდასხმა გაზაფხულზე მოხდა და მაშინ მესის მუქარის წერილიც დაუტოვეს.