როგორც "CorSport" იუწყება იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთლმა შესაძლოა ამერიკა დატოვოს და დაბრუნდეს სერია A - ში. ერთ-ერთი იტალიური გრანდი "ლაციო" 32 წლის შემტევით ინტერესდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლორენცო ინსინიე კმაყოფილი არ არის დღევანდელი "ტორონტოს" მდგომარეობით. მისი გუნდი MLS - ში სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს იკავებს 22 ქულით.
შეგახსენებთ, რომ ინსინიე "ტორონტოში" 2022 წელს "ნაპოლიდან" გადავიდა. მან იტალიაში 12 წელი დაჰყო, სადაც 143 გოლის გატანაც შეძლო