ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად საქართველოს ნაკრები პლეი-ოფს ითამაშებს, სადაც ნახევარფინალში ჩვენი ქვეყნის მეტოქე უკვე ოფიციალურად გაირკვა.
21 მარტს საქართველოს ნაკრები თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებს დაუპირისპირდება.
ამ პრინციპული შეხვედრის მოგების შემთხვევაში, ფინალში ჩვენი მეტოქე საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ უკვე წინასწარ ცნობილია ნაკრების დანაკლისი ლუქსემბურგთან შეხვედრაში, სამწუხაროდ ფედერაციის დაუდევრობის გამო, ხვიჩა კვარაცხელია დისკვალიფიცირებულია ყვითელი ბარათების გამო და ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამოტოვებს.