უახლესი ცნობები - გამოტოვებს თუ არა კვარა ერთა ლიგის ნახევარფინალს » სპორტის ხაზი

უახლესი ცნობები - გამოტოვებს თუ არა კვარა ერთა ლიგის ნახევარფინალს

უახლესი ცნობები - გამოტოვებს თუ არა კვარა ერთა ლიგის ნახევარფინალს
20-11-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სტუმრად ესპანეთთან დამარცხდა.

შეხვედრის მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიამ მსაჯთან კამათისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და ეს მისთვის ამ ტურნირზე რაოდენობით მესამე აღმოჩნდა.

ფიფას წესდებით ტურნირზე მესამე ყვითელის მიღების შემდეგ ერთ თამაშს ტოვებს ფეხბურთელი და ამ წესის მიხედვით კვარაცხელია შემდეგ მატჩს, ანუ პლეი-ოფის პირველ შეხვედრას გამოტოვებს. ახლა უნდა გაირკვეს, ეკუთვნის თუ არა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი, ერთა ლიგის პლეი-ოფს, ამის შემდეგ კი უფრო ცხადი გახდება ითამაშებს თუ არა კვარაცხელია.

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ნახევარფინალი 21 მარტს გაიმართება, საქართველოს მეტოქე კი ჯერ დაუზუსტებელია, ოპონენტი ამ დღეებში, ლუქსემბურგსა და აზერბაიჯანს შორის გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ შესარჩევ ეტაპზე ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და მისი პლეი-ოფში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი