ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიაზე და მისდამი პირველად შთაბეჭდილებებზე ისაუბრა:
"როცა ხვიჩა "ნაპოლიმ" შეიძინა, მე შეკრებაზე ერთ-ერთი ბოლო მივედი, კვარაცხელია უკვე ვარჯიშობდა. მივედი, "ნაპოლის" ორმხრივი თამაში ჰქონდა, დავჯექი საყურებლად და მალე ვიკითხე, ვინ არის ეს ბიჭი. ვარჯიშის შემდეგ ერთმანეთიც გავიცანით. იმ დროიდანვე ვიცოდი თუ როგორ გამოადგებოდა გუნდს, იმის მიხედვით, როგორ ეპყრობოდა ბურთს. მოედანზე მუდამ კომუნიკაციაში ვართ. ვარჯიშის პირველი დღიდან ჩვენ ვართ გუნდი, რომლის ნაწილებიც ერთმანეთს ავსებს, როგორც იყვნენ მესი და სუარესი". - აცხადებს ახალგაზრდა ნიგერიელი.