საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს.
ვილი სანიოლის გუნდმა პირველ ტურში ჯერ ჩეხეთის ნაკრები (4:1) დაამარცხეს, შემდეგ კი გასვლაზე ალბანელებს (0:1) მოუგეს.
წარმატებული თამაში საქართველოს ნაკრებს სათანადოდ დაუფასდა - FIFA-ს განახლებული რეიტინგის მიხედვით (რომელიც 19 სექტემბერს გამოქვეყნდება) სანიოლის გუნდი 70-ე პოზიციიდან სამი საფეხურით დაწინაურდება და 67-ე პოზიციაზე გადავა.