გერმანული გამოცემა ka-news-ის ინფორმაციით, კარლსრუემ ბუდუ ზივზივაძის თაობაზე სერიოზული შეთავაზება მიიღო.
საუბარია მილიონიან წინადადებაზე, რაზეც კლუბს უარის თქმა ნამდვილად გაუჭირდება და არ არის გამორიცხული, 30 წლის ქართველმა კარლსრუე დატოვოს.
ამ დრომდე, მედიაში ზივზივაძის მსურველი კლუბის სახელი არ გაჟღერებულია, თუმცა, შეთავაზებაზე უკვე არაერთმა გამოცემამ დაწერა.
სავარაუდოდ, ყველაფერი პირველი სექტემბრისთვის გვეცოდინება, როცა სატრანსფერო ფანჯარაც დასრულდება და კარლსრუე აინტრახთან მატჩს გამართავს.