გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში ტრანსფერზე მედია ყოველდღიურად წერს - აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ვალენსიას მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა.
"მამარდაშვილი ვალენსიას ფეხბურთელია და მზად არის ბარსელონასთან სათამაშოდ - მისი გონება და კონცენტრაცია ახლა სრულად ამ მატჩისკენაა მიმართული. თუ მის მომავალთან დაკავშირებით რამე შეიცვლება, ამას ყველანი ერთად გავიგებთ, ახლა კი ჩვენი ფეხბურთელია.
კარგი იქნებოდა სეზონი დახურული სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ დაწყებულიყო, რთულია, როცა სეზონის მიმდინარეობისას კვლავ კეთდება ტრანსფერები", - განაცხადა რუბენ ბარახამ.
შეგახსენებთ, ქართველი მეკარისადმი ინტერესი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის შემდეგ გაორმაგდა - მისი ტრანსფერით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, თუმცა, ყველაზე ხშირად მედიაში ლივერპულის სახელი ჟღერდება.