"მათ უყვართ ტრანსები, მამები კი კამერუნელები ჰყავთ" - არგენტინელი მოთამაშეები ფრანგებზე » სპორტის ხაზი

"მათ უყვართ ტრანსები, მამები კი კამერუნელები ჰყავთ" - არგენტინელი მოთამაშეები ფრანგებზე

"მათ უყვართ ტრანსები, მამები კი კამერუნელები ჰყავთ" - არგენტინელი მოთამაშეები ფრანგებზე
17-07-2024, 22:47
Aa Aa
გაზიარება:

კოპა ამერიკაზე გამარჯვების მიუხედავად, არგენტინის ნაკრები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში სხვა რამის გამო უფროა.

ტურნირის მოგების შემდეგ, საზეიმო ცერემონიალზე გუნდის ზოგიერთმა ფეხბურთელმა ფრანგი მოთამაშეების მიმართ შეურაცხმყოფელი შინაარის სიმღერები იმღერეს.

"მათი დედები ნიგერიელები არიან, მამები კამერუნელები, თუმცა პასპორტში ფრანგი უწერიათ. ისინი თამაშობენ საფრანგეთში, თუმცა ანგოლადან არიან - კარგად დარბიან, უყვართ ტრანსებთან სექსი (მიანიშნეს მბაპეზე)."

ზემოთხსენებულ ვიდეო პირველმა სოციალურ ქსელში ენცო ფერნანდესმა გამოაქვეყნა, თუმცა მისი წაშლა მალევე მოუწია - გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგები არგენტინის ნაკრებს FIFA-ში უჩივიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი